ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება- პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება- პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო - წერს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო - წერს…

რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო - წერს გამოცემა POLITICO.

გამოცემის ცნობით, ვეშტეა პრეზიდენტ ნიკუშორ დანის მიერ დასახელებული მეორე წარუმატებელი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელსაც მხარი მხოლოდ 189 კანონმდებელმა დაუჭირა.

„დღევანდელი კენჭისყრის შედეგი არ იყო ის, რასაც რუმინეთისთვის ვისურვებდით. თუმცა, კენჭისყრის შედეგი სუვერენულია და მე მას პატივს ვცემ. მთავრობის გარეშე გატარებული 47 დღე უკვე ზედმეტად ძვირი გვიჯდება: ეს არის დაკარგული ევროპული ფონდები, ნდობა და დრო,“ – დაწერა ვეშტეამ Facebook-ზე.

სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა დანმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, ვის დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის მესამე კანდიდატად. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანი მომდევნო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ვერ დაასახელებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს