ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

მარკო რუბიო ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი გამორჩეული კულტურა, ინტერესები და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი

მარკო რუბიო ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი გამორჩეული კულტურა, ინტერესები და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს . ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. გამართულ მინისტერიალზე, გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს . ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. გამართულ მინისტერიალზე, გა…

ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უზბეკეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. გამართულ მინისტერიალზე, განხილვის მთავარი თემები ვაჭრობა, ინვესტიციები და რეგიონული სატრანსპორტო კავშირები იყო. რუბიომ აღნიშნა, რომ ცენტრალური აზია ინვესტიციებისა და ექსპორტისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება.

„ცენტრალური აზია წარმოადგენს ინვესტიციებისა და ექსპორტის ახალ მიმართულებას - ერთგვარ ცენტრალურ კვანძს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსები მიეწოდება. პრეზიდენტი ტრამპი და თქვენი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ ისეთი პირობების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაფართოებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი მიზანია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ჩვენს პარტნიორებს გაუადვილებს წვდომას როგორც შეერთებული შტატების, ისე ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ამ ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს მიაღწიოს ზრდის ისეთ დონეს, როგორიც ბოლო პერიოდში არ ყოფილა. ყველა სახელმწიფო, რომელიც ამ კვირაში აქ არის წარმოდგენილი, უნიკალური, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი გამორჩეული კულტურა, ინტერესები და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი“, - განაცხადა რუბიომ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს