ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

ევროკავშირი საფრანგეთს მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი საფრანგეთს მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. ამასთან, ბრიუსელი გმობს შაბათ-კვირას მომხდარ ძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. ამასთან, ბრიუსელი გმობს შაბათ-კვირას მომხდარ ძ…

ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. ამასთან, ბრიუსელი გმობს შაბათ-კვირას მომხდარ ძალადობას, მაროდიორობასა და ხანძრების გაჩენას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

„ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ, არ უნდა გავაიგივოთ მათთან, ვინც ძალადობრივ ქმედებებს ჩადიან“, – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ცეცხლის განზრახ გაჩენა, ძარცვა და ადამიანებზე ან საზოგადოებრივ შენობებზე თავდასხმა მიუღებელია.

ევროკავშირის განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, აუცილებელია მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ბრიუსელის განცხადება მოჰყვა საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს