ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

ბელგიაში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო დანაყოფის შექმნას გეგმავენ

ბელგიაში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო დანაყოფის შექმნას გეგმავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელგიის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ახალი მობილური დანაყოფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. სამხედრო მომზადების მქონე დანაყოფის მთავარი ამოცანა არეულობის დროს საზოგადოებრივი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელგიის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ახალი მობილური დანაყოფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. სამხედრო მომზადების მქონე დანაყოფის მთავარი ამოცანა არეულობის დროს საზოგადოებრივი…

ბელგიის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ახალი მობილური დანაყოფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. სამხედრო მომზადების მქონე დანაყოფის მთავარი ამოცანა არეულობის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

ახალი დანაყოფის – „ჟანდარმერია 2.0“-ის შექმნის ინიციატივა ევროპის დედაქალაქებში, განსაკუთრებით ბრიუსელსა და პარიზში ბოლო დროს მომხდარ ძალადობრივ არეულობას უკავშირდება.

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ გვჭირდება სამხედრო მომზადების მქონე ოპერატიული რეზერვი. ძალადობა ასეთ მასშტაბებს როდესაც აღწევს, უნდა შეგვეძლოს ჩვენი მოქალაქეების დაცვა“, – განაცხადა ფრანკენმა.

თეო ფრანკენის თქმით, ინიციატივის შესახებ ინფორმირებულია ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერიც.

ბელგიაში ახალი დანაყოფის შექმნის საკითხის განხილვას წინ უძღოდა ბრიუსელში 17 ოქტომბერს მომხდარი არეულობა. ქალაქის ცენტრში ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა დააზიანეს მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს