ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 38

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი და მისი პარტნიორი სუროგატი დედის დახმარებით შვილს ელოდებიან

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი და მისი პარტნიორი სუროგატი დედის დახმარებით შვილს ელოდებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი და მისი პარტნიორი, არგენტინელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ნიკოლას კინანი, პირველ შვილს ელოდებიან . ამის შესახებ წყვილმა ორშაბათს განაცხადა. „არ არსებობს საკმარისად დიდი სიტყვები იმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი და მისი პარტნიორი, არგენტინელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ნიკოლას კინანი, პირველ შვილს ელოდებიან . ამის შესახებ წყვილმა ორშაბათს განაცხადა. „არ არსებობს საკმარისად დიდი სიტყვები იმი…

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი და მისი პარტნიორი, არგენტინელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ნიკოლას კინანი, პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა ორშაბათს განაცხადა.

„არ არსებობს საკმარისად დიდი სიტყვები იმისათვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კვერცხუჯრედის დონორს, ჩვენს სუროგატ დედას - ლიზას და მათ ოჯახებს. თქვენ გარეშე არაფერი გამოვიდოდა“, - დაწერეს მათ Instagram-ზე.

იეტენის პარტიამ, „D66“-მა, ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორსულობა შესაძლებელი გახდა მეგობარი წყვილის წყალობით, რომლებსაც უკვე ჰყავთ საკუთარი შვილები.

„სუროგატი დედაც და კვერცხუჯრედის დონორიც ნიდერლანდელები არიან. ეს არ არის კომერციული სუროგაციის შემთხვევა. სუროგატი დედაც და დონორიც იეტენისა და კინანის ნაცნობები არიან. ისინი ბედნიერები არიან, რომ ამ გზით შეუძლიათ დაეხმარონ ორ მომავალ მამას შვილის ყოლის ოცნების ასრულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

იეტენმა და კინანმა დანიშვნის შესახებ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადეს.

იეტენი დაიბადა ვეგელში, სამხრეთ ნიდერლანდებში, 1987 წელს და გაიზარდა იუდენში. მან სწავლა ნეიმეგენის მენეჯმენტის სკოლაში გააგრძელა, რის შემდეგაც კარიერა კომპანია ProRail-ში დაიწყო, რომელიც ნიდერლანდების რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი.

ის 2017 წელს „D66“-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა, მოგვიანებით კი კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მინისტრად მუშაობდა ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს მთავრობაში, რომელიც ამჟამად ნატოს გენერალური მდივანია.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს