ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

დონალდ ტრამპი: საფრანგეთში რაც ხდება, იმიგრაციის შედეგია, მაკრონს წლების წინ ვუთხარი, საზღვრები ჩაეკეტა, ქვეყანა გაანადგურეს და მისი აღდგენა რთული იქნება

დონალდ ტრამპი: საფრანგეთში რაც ხდება, იმიგრაციის შედეგია, მაკრონს წლების წინ ვუთხარი, საზღვრები ჩაეკეტა, ქვეყანა გაანადგურეს და მისი აღდგენა რთული იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთი გაანადგურეს და ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა . მისი თქმით, რაც საფრანგეთში ხდება, იმიგრაციის შედეგია. „საფრანგეთში ძალიან სამწუხარო ვითა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთი გაანადგურეს და ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა . მისი თქმით, რაც საფრანგეთში ხდება, იმიგრაციის შედეგია. „საფრანგეთში ძალიან სამწუხარო ვითა…

საფრანგეთი გაანადგურეს და ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.

მისი თქმით, რაც საფრანგეთში ხდება, იმიგრაციის შედეგია.

„საფრანგეთში ძალიან სამწუხარო ვითარებაა. ის, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, იმიგრაციას უკავშირდება და არა სკოლებს ან სხვა რამეს. ეს იმიგრაციის შედეგია. პრეზიდენტ მაკრონს ვუთხარი, რომ საზღვრები ჩაეკეტა. ეს მას პირველად წლების წინ, ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შეხვედრისას ვუთხარი. საზღვრები ჩაკეტე, თორემ პრობლემების მეტი არაფერი გექნება-მეთქი. ახლა კი უამრავი პრობლემა აქვთ. მათ ქვეყანაში შეუშვეს ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა არ უყვართ. არ უყვართ მათი შენობები და ხელოვნებაც კი. მაკრონთან პირველი შეხვედრისას ვუთხარი: „საზღვრები უნდა ჩაკეტო, თორემ ქვეყანას გაანადგურებ“. მათ ქვეყანა მართლაც გაანადგურეს. ქვეყნის აღდგენა რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, საფრანგეთი ამ კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს