ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, -განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგი ფაქტია, რომელიც შეიძლება არ ითქვას, იმიტომ რომ, ამით უსარგებლია ჩვენს მოქალაქეებსაც და არა მხოლოდ ჩვენ მოქალაქეებს და იქ ძალიან ისეთი ზღვარი გვაქვს დასაცავი, როდესაც თქვენ მთხოვთ მე, რომ რაღაც ფაქტებზე და რისკებზე ვისაუბრო ხმამაღლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
არ შემიძლია არ გამოვიყენო ეთერი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე იობს, რომელმაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ფაქტმონიტორი" ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.
"ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.
ეს არის ყველაზე გიჟური საომარი "სტრატეგია" ისტორიაში",- წერს რაიხელტი.
თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.
"თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.
ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი",- წერს ვახტანგ თოფურია.
ჟურნალისტი დათა გვასალია მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ არ შეეძლოთ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, სახლში წასულიყვნენ. ხოლო, 4 დღის შემდეგ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მიულოცა, რომ მათ ეს პროცესი დიქტატურის სასამართლოდ გადააქციეს.
გვასალიას თქმით, ვნც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია.
მისივე თქმით, ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად.
"13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მის ქვეშ მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პირდაპირ უბრძანა - "თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - ანუ მარტივად, ისე გააღიზიანა ოპოზიციის გამოსვლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ფაქტობრივად სულელები ეძახა.
თუმცა, სულ რაღაც 4 დღეში, 17 ნოემბერს იმავე სააკაშვილმა იმავე ხალხს ტაში დაუკრა და დაწერა - "მინდა მივულოცო ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ბათუმში, თქვენ ეგ პროცესი უკვე გადააქციეთ თავად დიქტატურის სასამართლოდო".
საინტერესოა, რა მოხდა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ სააკაშვილის მსგავსმა ეგოცენტრულმა პიროვნებამ, რომელსაც აბსოლუტურ შეუცდომლობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც - საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვიდა?!
ნუთუ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სასწაული მოხდა და ოპოზიციამ უცებ "ჭკვიანური არგუმენტები" იპოვა?! რა თქმა უნდა, არა. პროცესზე მათ კვლავ გააგრძელეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებების მიცემა - ჯერ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, შემდეგ კი ოპოზიციურ ფლანგზე გადადგმულ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებზე. ანუ გააგრძელეს ზუსტად ის, რამაც 13 ნოემბერს სააკაშვილი წყობიდან გამოიყვანა.
მაშ რამ აიძულა საკუთარ შეუცდომლობაში ყოველთვის დარწმუნებული სააკაშვილი, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო 4 დღეში?!
და მაშინ რა მოხდა?!
მოხდა ის, რომ ერთადერთი - ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა -
ოთხ დღეში მომხდარი ეს ფერიცვალებაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იმართება და მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა მისი უპირობო ლიდერიანად. როდესაც ერთი და იმავე ადამიანის შეფასება ოთხ დღეში კრიტიკიდან აღფრთოვანებამდე იცვლება, ხოლო მის თვალსში 13 ნოემბერს უჭკუო ოპოზიცია, გამარჯვებულ ინტელექტუალებად, ცხადი ხდება, რომ აქ არც ემოციებია გულწრფელი და არც მოქმედება დამოუკიდებელი - ტექსტებსაც, ტონსაც და ტაშის დაკვრის დროსაც გარე რეჟისორები განსაზღვრავენ და მას ემორჩილება ყველა - იქნება ეს ლელო, გახარიას პარტია, გვარამიას კოალიცია თუ ნაცები - ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით." -წერს გვასალია.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვი;ო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც ხავსს ისე ეპოტინებბიან ნებისმიერ უბედურ შემთხვევას.
"გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას და ტვინი არ ჰყოფნის გაჩუმდეს. ერთი დღის დაარსებულმა პარტიამაც ვერ მოითმინა"-წერს ჭოტორლიშვილი.
თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ.
"როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
"შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ?
უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა — ოპერატიული სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა.
ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით." - წერს აბაშიძე.
გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად "ბოღმა", 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის განცხადებით, მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენას, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა, სწორედ ეს ბრძოლა კი შვილის საფლავზე მისი აფეთქების მიზეზი გახდა.
"აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, არის მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასაც მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენასაც ითხოვდა, რისთვისაც მან 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა. ბრძოლა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიზეზი გახდა იმისა, რომ მოკლულის შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო, მთავარი სამმართველოს, წალკის სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად "ბოღმა", 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით ნაცნობ სამართალდამცავებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 2015 წლის 18 იანვრიდან, 20 იანვრამდე დროის პერიოდში გიორგი სოსანაშვილმა, გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა, და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია, 20 იანვარს დაახლოებით 13:20 წუთზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქები მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ჭრილობებით, გამოწვეული მწვავე სისხლისღვრით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ."- განაცხადა გორდულაძემ.