თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ.
"როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით - ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას - და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? - ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო," - განაცხადა შარმანაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
"შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ?
უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა — ოპერატიული სამძებრო - სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა.
ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით." - წერს აბაშიძე.
თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემები…
ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა, - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და არჩევნების პროცენტულ მაჩვე…
"ატლანტიკურმა საბჭომ" თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურ…
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას სპეციალურ სტატიას უძღვნის . სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორე იყო საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. სტატიის ავტორი ილია მეორე…
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფი…
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო. ამის თაობაზე Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდ…
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციებს უზიარებს. საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "🔴საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რ…
დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის…
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის…
ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით…